ბლოგი სოციალური მედიით დაინტერესებული ყველა ინტერნეტ-მაცხოვრებლისთვის.
Latest entries

მუსიკის სტრიმინგი

მუსიკალური სამყარო ინტერნეტის გამოჩენიდან ძალიან სწრაფ ცვლილებებს განიცდის და უხდება ახალ სისტემაზე მორგება. ერთ-ერთი სიახლე ამ ინდუსტრიაში იყო მუსიკის ონლაინ რეჟიმში სტრიმინგის გამოჩენა. საქართველოს ამ კუთხით სიამოვნება მნიშვნელონად ჯერ არ მიუღია, რადგან სტრიმინგ საიტების სერვისი ქვეყანათა საკმაოდ მცირე რაოდენობაშია ხელმისაწვდომი და განსხვავდება რეგიონების/ქვეყნების მიხედვით.

Pinterest – ახალი ვარსკვლავი ინტერნეტში

თუმცა, რაღა ახალი, Pinterest 2011 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში (მგონი). მე მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ დავრეგისტრირდი და გავეცანი ახალ სოციალურ ქსელს. თუმცა, Pinterest საქართველოში ნაკლებად პოპულარულია (ჩემი ფეისბუქ მეგობრებიდან მხოლოდ 5 ადამიანი იყენებს) და ამ პოსტის დაწერასაც რაღაცა აზრი მაინც აქვს. ეს არის ახალი სოციალური ქსელი, რომელიც აქცენტს სურათებზე აკეთებს. Pinterest საშუალებას გაძლევს მიპინო...

დაემალე ინტერნეტ მოთვალთვალეებს

შეგიმჩნევიათ სარეკლამო ბანერები სხვადასხვა ვებ გვერდებზე, რომლებიც ისეთ პროდუქციას გთავაზობენ, რომელიც თქვენს ინტერესებს ზუსტად შეესაბამება? პირადად მე ბოლო ერთი თვეა დამსდევს ვებგვერდების შემქმნელი ინტერნეტ საიტების ბანერები და ჩემს თავს ვებრძვი, რომ ამ ბანერებს არ დავაკლიკო. რამდენიმე თვის წინ დავწერე პოსტი იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ინტერნეტ მომხმარებლების თვაყურის დევნება ინტერნეტ საიტების მიერ, რომლებიც შემდეგ ამ...

რეკლამები Super Bowl-დან

ყოველწიურად Super Bowl ელოდება მთელი მსოფლიო არა მხოლოდ ამერიკული ფეხბურთის, არამედ ახალი რეკლამის საყურებლადაც. სპორტის გარდა ეს არის შეჯიბრი კომპანიებს შორის, ვინ უკეთეს რეკლამას გააკეთებს. მსგავსი რამ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება, ხალხი ტელევიზორთან სპეციალურად რეკლამების საყურებლად ჯდება. წლევანდელი Super Bowl-ის მაყურებლთან ურთიერთობაში სოციალურმა მედიამ ძალიან დიდ როლს ითამაშა პირველად და ამ სტრატეგიამ გაამართლა კიდევაც. სტატისტიკა...

Facebook-ის აქციების გამოშვებასთან დაკავშირებით

ალბათ, ყველა გაიგებდით, Facebook-მა გადაწყვიტა სააქციო საზოგადოება გახდეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური ამბავი იქნება 2011 წელს. აქციების ყიდვა დაინტერესებულ პირებს მაისიდან შეეძლებათ. ამ ნაბიჯით ელიან კომპანიის ღირებულების 75-100 მილიარდ დოლარამდე გაზრდას, რაც იქნება ყველაზე დიდი გაფართოება ტექ. ინდუსტრიაში. Facebook-მა გამოაქვეყნა კომპანიის შიდა ინფორმაცია ინვესტორებისათვის. მაგალითად: ამჟამად ჰყავს 845 მილიონი აქტიური მომხმარებელი, საიტზე ყოველდღიურად...

გამოყენებადი აპლიკაციები

  ამ პოსტში შევეცდები, თავი მოვუყარო აპლიკაციებს, რომლებსაც მე ვიყენებ ან უბრალოდ საინტერესოა გამოყენებისათვის. RockMelt – ეს უბრალოდ ახალი ინტერნეტ ბრაუზერია საკმაოდ კარგი ფუნქციონალით. მიუხედავად ჩემი დიდი ლოიალურობისა Google Chrome-ის მიმართ, თავდაპირველმა ინტერესმა Rockmelt-ის მიმართ მასზე სრულიად გადამრთო. დიზაინი ზუსტად ჰგავს Chrome-ის დიზაინს გარკვეული დამატებებით. Rockmelt მარტივად ინტეგრირდება უამრავ ვებგვერდთან (როგორც სოციალურ, ასევე უბრალოდ საინფორმაციო,...

კონკურსი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის

წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) ადამიანის უფლებათა ცენტრთან (HRIDC) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან (HRHT) თანამშრომლობით აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის თემაზე: ადამიანის უფლებები – ფოკუსი წამებაზე კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ჟურნალისტური მასალები ადამიანის უფლებებზე, კერძოდ, წამებაზე. განაცხადები მიიღება 2012 წლის 27 იანვრიდან 15 მაისამდე ჯილდო დაწესებულია 5 ნომინაცისათვის:   საუკეთესო ტელე/ვიდეო სიუჟეტი;   საუკეთესო რადიო სიუჟეტი;...

სემინარი და მედია-კონკურსი ბლოგერებისთვის

საინიციატივო ჯგუფი, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით იწვევს ბლოგერებს სემინარზე: „C ჰეპატიტი – მასთან დაკავშირებული სტიგმა-დისკრიმინაცია და საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირების აუცილებლობა“. სემინარი 1 დღიანია და მისი მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება C ჰეპატიტთან დაკავშირებით და გამყარებული სტერეოტიპების რღვევის ხელშეწყობა, რომელიც აფერხებს C ჰეპატიტთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკ-ფაქტორების ადეკვატურ აღქმას და პრევენციული ღონისძიებების დროულად...

ყალბი ქველმოქმედება

Facebook-ზე ხშირად შეხვდებით თქვენი მეგობრების მიერ გადაშეარებულ სურათს, რომელზეც გამოსახულია ბავშვი, ქალი ან მამაკაცი, ადამიანთა ჯგუფი ან ცხოველი, რომლებსაც რაიმე სახის დაავადება ან ტრავმა აქვს. სურათის ქვეშ წერია:  “გადააშეარეთ ეს ფოტო და ყოველ შეარზე Facebook-ი $1-ს ჩარიცხავს ამ ადამიანის ანგარიშზე.” მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ადამიანები მაინც ტყუვდებიან და მსგავს ფოტოებს აშეარებენ იმ იმედით, რომ სოციალური ქსელი...

ობამას “Hangout”-ი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სოციალური ქსელის Google+-ის მეშვეობით “ლაივ” ვიდეო კონფერენციას გამართავს. Google-ის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ობამა 30 იანვარს 45 წუთის განმავლობაში უპასუხებს სოციალური ქსელის მომხმარებელთა შეკითხვებს. საუბრის თემა კონგრესის წინაშე პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა იქნება. შეკითხვების მიღება 28 იანვრამდე გრძელდება თეთრი სახლის ოფიციალურ Youtube არხზე . ნებისმიერ მსურველს შეეძლება ატვირთოს თავისი ვიდეო-შეკითხვა ან მიწეროს პრეზიდენტს. საიტზე უკვე დაწყებულია საინტერესო...
პირველი ქართული ვებრეალითი - 99დღე

პირველი ქართული ვებრეალითი – 99დღე

ქართულ ბლოგოსფეროში პირველი ვებ-რეალითი პროექტი გამოჩნდა. “99დღე” – ასე ჰქვია ბლოგს, რომელსაც ცნობილი ქართველი ბლოგერი, ანინა აწარმოებს ყოველდღიურად.   ამონარიდი პროექტის აღწერიდან: ჩემი ახალი წლის გადაწყვეტილება არის ათი კილოს დაკლება განსაზღვრულ ვადაში. განსაზღვრული ვადა კი 99 დღეა.  რატომ 99? იმიტომ, რომ 77 ძალიან ცოტაა 10 კილოს დასაკლებად, 111 კი _ ძალიან ბევრი. ჩემი დიეტისა და...
ხანძრის შემთხვევაში...

ხანძრის შემთხვევაში…